ჩვენს შესახებ
«Cargo Logistics Group Georgia» (CLG Georgia) საქართველოს საექპედიტორო მომსახურების ბაზარზე საქმიანობას ეწევა 2004 წლის ოქტომბრიდან.
მან მუშაობა საჰაერო ექსპედირებით დაიწყო და ამ სფეროში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. საჰაერო გადაზიდვებს კომპანია ნებისმიერი
სირთულის ტვირთებისათვის ანხორციელებს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყნიდან საქართველოში და პირიქით. გარკვეული პერიოდის შემდეგ ბაზრის მოთხოვნილებების შესაბამისად
CLG Georgia-მ თავის დამკვეთებს შესთავაზა საზღვაო, ოდნავ მოგვიანებით საავტომობილო, ხოლო 2006 წლიდან სარკინიგზო გადაზიდვებიც. ჩვენი კომპანიის მოქნილობა საშუალუბას გვაძლევს
ინდივიდუალურად მივუდგეთ თითოეულ გადაზიდვას, აქედან გამომდინარე ჩვენ შევძელით რამოდენიმე რთული სპეციფიკაციის და სახიფათო ტვირთის გადაზიდვის ორგანიზება.
კომპანიის ავტორიტეტის და გუნდის პროფესიონალიზმის ზრდის კვალობაზე შესაძლებელი გახდა მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში სააგენტო ქსელის შექმნა.
ჩვენი მტკიცე პარტნიორული ურთიერთობები მრავალ საუკეთესო გადამზიდავ და საექსპედიტორო
კომპანიასთან ჩვენი გადაზიდვების ხარისხის გარანტიაა. ჩვენ ვიყენებთ ამ კომპანიების დიდ გამოცდილებას ტვირთების ადგილობრივი და საერთაშორისო ტრანსპორტირებისას.
ამავდროულად სხვადასხვა ქვეყნის ბაზრის კონიუქტურის ცოდნამ შესაძლებლობა მოგვცა ჩვენი კლიენტებისთვის შეგვეთავაზებინა სრულიად ახალი სერვისი.
CLG Georgia თქვენი სავაჭრო დილერია - იგი მოგაწვდით ინფორმაციას უცხო ქვეყნების ბაზრების სფეციფიურობის შესახებ, მოგიძებნით, შეგირჩევთ,
გაყიდინებთ და ჩამოგიტანთ ნებისმიერ პროდუქტს თუ საქონელს მსოფლიოს უდიდესი მწარმოებელი ქვეყნებიდან.
ჩვენი დაუღალავი შრომის და კლიენტებთან მეგობრული ურთიერთიბების ჩამოყალიბების შედეგია დამკვეთთა დარგობრივად ფართო სპექტრი. ჩვენ ვამაყოფთ ჩვენი კლიენტებით,
რომლებიც წარმოდგენილნი არიან როგორც საქართველოს ასევე უცხოური კომპანიებით.
CLG Georgia-ს მომსახურების მაღალი დონის მაჩვენებელია ისეთი დამკვეთების არსებობა როგორიცაა: “მაგთიკომი”, “მობიტელი”, “ვისოლი”, “რომპეტროლი” “სმარტი”, “მადნეული”, “კვარციტი”, “ჰიდროთერმი”, “ბორუსანი”, “გაეროს განვითარების ფონდი”, “გადავარჩინოთ ბავშვები”, “ჯორჯიან ქარდი”, “მანტა სისტემსი”, “ელიტ ელექტრონიქსი”, “ფორმატი”, “კავკაზუს ონლაინი”, “თერმა სერვისი” და სხვა.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა CLG Georgia ამაყობს იმით, რომ მისი საქმიანობა არის აბსოლუტურად გამჭვირვალე, ახალგაზრდა გუნდი კი პატრიოტიზმით და
ენთუზიაზმით აღავსე. ჩვენ არ ვმალავთ შემოსავლებს, ვიხდით ყველა გადასახადს და იმედი გვაქვს რომ გავხდებით ახალი საქართველოს შესაფერისი კომპანია.
CLG Georgia-თან ურთირთობის მარტივი მეთოდები გაგიმარტივებთ ნებისმიერი ტვირთის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ რთულ პროცედურებს და დაზოგავს თქვენს დროს.
დაგვიკავშირდით და გამოგვცადეთ საქმეში.
ყოველთვის მზად არის თქვენი ტვირთების ექსპედირებისათვის!
|
Cargo Logistics Group Georgia
|
|
მედეა ჩახავას #9, თბილისი 0177, საქართველო
ტელ: (+995 32) 2 205 205; (+995 32) 215 36 36
ფაქსი: (+995 32) 2 205 205
E-mail:
info@clg.ge
office@clg.ge
|
|